CISCO Academy

კურსის ხელმძღვანელი:ირაკლი სვანიშვილი

კურსის ღირებულება: 800 ლარი

Cisco–ს აკადემიის CCNA (Cisco Certified Network Associate) კურსი წარმოადგენს საწყისს და საბაზო კურსს, რომელიც შეასწავლის სტუდენტებს მცირე და საშუალო ზომის კომპიუტერული ქსელების დაგეგმვის, ინსტალაციისა და მართვის საკითხებს. აღნიშნული კურსი მოიცავს როგორც თეორიულ საკითხებს ასევე პრაქტიკულ ლაბორატორიულ სამუშაოებს, რომელთა ცოდნა აუცილებელია კომპიუტერული ქსელის ადმინისტრირებისთვის ყოველდღიური საქმიანობის ეფექტურად შესრულებისთვის.

აღნიშნული კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტებს შეუძლიათ CCNA გამოცდის ჩაბარება Cisco-ს საერთაშორისო CCNA სერტიფიკატის მისაღებად. აღნიშნული გამოცდა ფასიანია, მაგრამ Cisco–ს ქსელური აკადემიის კურსდამთავრებულებს შეუძლიათ ისარგებლონ 50%–იანი ფასდაკლების ვაუჩერით, რომელსაც ისინი მიიღებენ CCNA კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში.



რეგისტრაცია

რეგისტრაციის დასრულების თარიღი: 10 იანვარი, 2018