კურსები

მონაცემთა ბაზების მართვის სისტემები (MS SQL SERVER)

კურსის ხანგრძლივობა: 20 საათი


კურსის ღირებულება: 400

კურსის მიზანი:

განსაზღვროს მონაცემთა ბაზების მართვის სისტემა MS SQL Server ძირითადი კომპონენტები. აღწეროს SQL ენის ოპერატორები და სტრუქტურები. ჩამოაყალიბოს რელაციური მონაცემთა ბაზების აგების პრინციპები. ააგოს მონაცემების შერჩევის ოპერატორები MS SQL Server-ში რეალიზებული Transact SQL-ის გამოყენებით. გაანალიზოს რეალური ამოცანა და MS SQL Server-ში ააგოს შესაბამისი მონაცემთა ბაზა.

თემატიკა:

  •         მონაცემთა ბაზის მართვის სისტემა MS  SQL Server 2016 ინსტალაცია, ზოგადი მიმოხილვა და მისი ვერსიები, MS SQL Server 2016 მართვის ვიზუალური გარემო MS SQL Server Management Studio. /2 სთ/
  •         ცხრილების შექმნა, პირველადი და გარე გასაღებები, მონაცემთა ტიპები, მონაცემთა ბაზის ნორმალიზაცია. რელიაციური მონაცემთა ბაზის ცხრილებს შორის მიმართებები: ერთი-მრავალთან, ერთი-ერთან და მრავალი-მრავალთან. მონაცემთა ბაზის დიაგრამა. ცხრილებს შორის მიმართებების დათვალიერება და შეცვლა. /2 სთ/
  •         კონსტრუქციები SELECT, FROM, WHERE, ORDER BY, DISTINCT, SELECT TOP.  /2 სთ/
  •         ხედის (View) არსი, მარტივი ხედების შექმნა და მოდიფიცირება. /2 სთ/
  •         მრავალცხრილიანი მოთხოვნები, ცხრილების შეერთებები: შიდა, გარე და სრული შეერთებები. მონაცემთა დაჯგუფება, ჯგუფების ამორჩევა, ჯგუფური ფუნქციების გამოყენება SQL პერატორებში. კონსტრუქციები GROUP BY, HAVING, ფუნქციები SUM, AVG, MIN, MAX, COUNT, COUNT_ BIG. /2 სთ/
  •         მონაცემთა ბაზაში მონაცემების დამატება-კონსტრუქცია INSERT, ახალი ცხრილის შექმნა-კონსტრუქცია SELECT INTO, რედაქტირება-კონსტრუქცია UPDATE, წაშლა-კონსტრუქცია DELETE, TRUNCATE, ცხრილის წაშლა-კონსტრუქცია DROP. /2 სთ/
  •         რამოდენიმე ცხრილზე და ქვემოთხოვნაზე დაფუძნებული რთული ხედები, ხედების შეცვლა, გადარქმევა, წაშლა. ინდექსირებული ხედები. პროცედურები, მათი შექმნა Query Builder ან Transact SQL-ის გამოყენებით, ცვლადები, განშტოებების ორგანიზაცია, კონსტრუქციები IF...ELSE, BEGIN…END. ჭდეები, კონსტრუქციები GOTO, RETURN, CASE. ციკლი და მისი კონსტრუქცია WHILE.  /2 სთ/
  •         პარამეტრების გამოყენება პროცედურებში. მონაცემების ჩამატება, შეცვლა და წაშლა პროცედურების გამოყენებით. პროცედურები და ტრანზაქციები.  /2 სთ/
  •         ახალი ფუნქციების შექმნა და გამოყენება. ტრიგერები (Triggers), მათი შექმნა და გამოყენება.  /2 სთ/
  •         მონაცემთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა MS SQL Server-ში, მომხმარებლის იდენტიფიკაციის სახეები, Windows და MS SQL Server მომხმარებლის დამატება და მონაცემთა ბაზასთან მუშაობის უფლების მინიჭება, ჯგუფის დამატება, ჯგუფის შექმნა. უფლებების სახეები, უფლებების ადმინისტრირება, ცხრილთან, ხედთან და პროცედურასთან მუშაობის უფლებები. /2 სთ/

ტრენერი

დავით ჯაფარიძე