გეოინფორმატიკა GIS

კურსის ხელმძღვანელი: სერგო ცირამუა

კურსის ღირებულება: 250 ლარი

კურსის ხანგრძლივობა:  3 კვირა, 6 ორსაათიანი მეცადინეობა კვირაში ორჯერ საქართველოს უნივერსიტეტის კომპიუტერულ აუდიტორიაში.

 

გეოინფორმატიკის მიმართულებით დასაქმების მსურველებს გთავაზობთ მოკლევადიან  კურსს „გეოინფორმატიკა MapInfo Professional-ის ბაზაზე“.

 

კურსის მიზანი:

მსმენელებს გააცნოს გეოინფორმატიკის საფუძვლები და შეასწავლოს პროგრამა MapInfo Professional-ის გარემოში მუშაობა.

კურსის გავლის  შემდეგ მსმენელები შეძლებენ პროგრამა MapInfo Professional-ის გარემოში საბაზო ციფრულ რუკებთან და ატრიბუტულ მონაცემთა ბაზებთან მუშაობას, სატელიტური ან აეროფოტოსურათების დარეგისტრირებას გეოგრაფიულ კოორდინატებში, სხვადასხვა თემატიკის ახალი ფენებისა და მონაცემთა ბაზების შექმნას, ობიექტთა ავტომატიზებულ განთავსებას ციფრული რუკის ფენაზე, მოთხოვნათა დამუშავებას, გეოგრაფიული ანალიზის ჩატარებას, ამოსაბეჭდი ფორმების მომზადებას. მსმენელებს გადაეცემათ საინსტალაციო პროგრამა, საბაზო ციფრული რუკები, პრაქტიკული სახელმძღვანელო ქართულ ენაზე.

 

ლაბორატორიული მუშაობა კომპიუტერულ აუდიტორიაში.


რეგისტრაციის დასრულების თარიღი: 10 იანვარი, 2018