Microsoft IT Academy

კურსის ხელმძღვანელი:მარიამ ჯოგლიძე

კურსის ღირებულება: 200 ლარი

კურსის ხანგრძლივობა: კვირაში 2ჯერ 2საათი ( ჯამში 16 საათი)

 

კურსის მიზანი:

Microsoft IT Academy-ის კურსის ფარგლებში შეისწავლება საოფისე კომპიუტერული პროგრამები:

  • ტექსტური რედაქტორი Microsoft Word 2016
  • ცხრილური რედაქტორი Microsoft Excel 2016
  • საპრეზენტაციო პროგრამა Microsoft PowerPoint Presentation 2016

კურსი გათვლილია ნებისმიერი სპეციალობის მსმენელისთვის, რათა მათ შეძლონ თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენება სწავლისა თუ მუშაობის პროცესში.

კურსის მიზანია მსმენელს შეასწავლოს თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების ძირითადი პრინციპები და გამოყენების შესაძლებლობები, აგრეთვე განსაზღვრულ ვადებში განსაზღვრული ოდენობის მასალის დამუშავების და ათვისების უნარები.

 

განსაზღვრულია 16 საკონტაქტო საათი თეორიული და პრაქტიკული სამუშაოებისთვის. განიხილება პრაქტიკული და თეორიული დავალებები რეალურ მონაცემთა დასამუშავებლად და მათთან სამუშაოდ.
  1. დოკუმენტის შექმნა, შენახვა, სახელის გადარქმევა, MS Word 2016 -ის ძირითადი შესაძლებლობები და ბრძანებები. ფურცლის პარამეტრების მომართა, ტექსტის რედაქტირება, ტექსტის ორთოგრაფიული და გრამატიკული შემოწმება. სიებისა და ჩამონათვალის შედგენა, დოკუმენტის ჩართოთი გაფორმება. MS Word-ის სტილი/თემა, დოკუმენტის მხატვრული ტექსტით გაფორმება. დოკუმენტში სხვადასხვა ობიექტის ჩასმა. თავსართის და ბოლოსართის გაკეთება. გვერდები ავტომატური გადანომვრა, თარიღის გამოტანა.
  2. სარჩევისა და სქოლიოს ჩასმა, ბიბლიოგრაფიის შექმნა, წარწერა-მინაწერების ჩასმა. ცხრილების, დიაგრამებისა და გრაფიკების ჩასმა. მათემატიკური ფორმულების გამოყენება. დოკუმენტის ბეჭვდა.
  3. სლაიდების შექმნა და დაფორმატება MS PowerPoint Presentation 2016, ორთოგრაფიული და გრამატიკული შეცდომების შესწორება, სიების და ჩამონათვლის შექმნა. ფურცლის პარამეტრების ფონის და თემის მომართვა. კოლონტიტულების გაკეთება, სლაიდის მხატვრული ტექსტის გაფორმება, დიაგრამების ცხრილისა და სურეთების ჩასმა, მედია კლიპებთან მუშაობა.
  4. ცხრილური დოკუმენტის შექმნა, უჯრების დაფორმატება და რედაქტურება, ცხრილის ავტომატური შევსება მონაცემებით, სიების/მწკრივების შექმნა. დოკუმენტის გაფორმება. ოპერატორები. კომენტარები ექსელში.  მათემატიკური ფორმულები.
  5. ლოგიკური ფორმულები, სტატისტიკური ფორმულები, დროისა და თარიღის ფორმულები, ტექსტური ფუნქციები, ფინანსური ფუნქციები
  6. მონაცემთა სორტირება, მონაცემთა გაფილტვრა, დუბლირებული მონაცემების წაშლა, მონაცემთა კონსოლიდაცია, შუალედური მონაცემის გამოთვლა
  7. What if Analysis, დინამიური ცხრილების შექმნა, მონაცემთა ბაზებთან მუშაობა
  8. მაკროსების შექმნა და რედაქტიირება