OPERA PMS

კურსის ხელმძღვანელი: სერგო ცირამუა

კურსის ღირებულება: 590 ლარი

კურსის ხანგრძლივობა:  2 თვე, კვირაში სამჯერ (ერთი თეორიული 2 სთ და ორი სამსაათიანი პრაქტიკული მეცადინეობა საქართველოს უნივერსიტეტის კომპიუტერულ აუდიტორიაში).

კურსზე დაშვების წინაპირობა: ინგლისური და რუსული ენების საბაზისო ცოდნა.

 

სასტუმრო ინდუსტრიის სფეროში დასაქმების მსურველებს გთავაზობთ წამყვანი საერთაშორისო ბრენდების სასტუმროთა ელექტრონული მართვის პროგრამა - OPERA PMS” შემსწავლელ მოკლევადიან სერტიფიცირებულ კურსს, რომელიც ფართოდ გამოიყენება მიღება-განთავსების, დაჯავშნის, გაყიდვების და დასუფთავების დეპარტამენტების საქმიანობაში.

აღნიშნული პროგრამის ცოდნა აუცილებელი პირობაა, ნებისმიერი ბრენდის, როგორ საქართველოს, ასევე უცხოეთის სასტუმროში დასაქმებისა.

 

კურსის მიზანი:

მომზადდეს სასტუმრო მომსახურების შიდა და საერთაშორისო შრომით ბაზარზე კონკურენტუნარიანი სპეციალისტი, რომელსაც ექნება სასტუმროთა უმნიშვნელოვანეს რგოლში-მიღება-განთავსების სამსახურში საქმიანობისათვის აუცილებელი ცოდნა და უნარები და შემდგომი პროფესიული განვითარების საფუძველი.

 

თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები კომპიუტერულ აუდიტორიაში, ქეის ტექნოლოგიები, სიტუაციური ამოცანები, ინდივიდუალური პროექტები.

კურსის ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი თეორიული და პრაქტიკული საკითხები: 

  • სასტუმრო მომსახურების პროცესი, ეტაპები, ტექნოლოგიური ციკლი;  
  • მიღება-განთავსების სამსახურის საქმიანობა;
  • დაჯავშნის მომსახურება. დაჯავშნის გლობალური ელექტრონული სისტემები.
  • ღამის აუდიტორის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები;
  • სანომრე ფონდის ექსპლუატაციის სამსახურის საქმიანობა;
  • სტუმართან კომუნიკაცია, პრობლემური სიტუაციების მართვა.
  • კვების მომსახურება სასტუმროში;
  • სასტუმროს უსაფრთხოების დაცვა;
  • სასტუმრო მომსახურების ხარისხის მართვა;
  • სასტუმროს მარკეტინგული საქმიანობა;
  • მატერიალურ-ტექნიკური რესურსებისა და მატერიალური მარაგების მართვა;
  • საინჟინრო-საექსპლუატაციო სამსახურის საქმიანობა;
  • დალაგების სამსახურის საქმიანობა.

თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს ჩაატარებენ სასტუმრო ინდუსტრიის საერთაშორისო ექსპერტები და სასტუმროთა ტრანსნაციონალური კორპორაციების წამყვანი მენეჯერები.


რეგისტრაციის დასრულების თარიღი: 15 მარტი, 2018