Oracle Academy

Oracle-ის მონაცემთა ბაზების ადმინისტრირება (ORACLE DBA)

კურსის ხელმძღვანელი: ბექა მელაძე

კურსის ღირებულება: 750 ლარი

კურსის ხანგრძლივობა:  კვირაში 2-ჯერ 5 საათი (ჯამში 30 საათი).

 

კურსის მიზანი:

კურსის მიზანია გააცნოს სტუდენტს Oracle -ის მონაცემთა ბაზის არქიტექტურა რომელიც მოიცავს როგორც მონაცემთა ბაზის ფიზიკურ და ლოგიკურ სტრუქტურებს ასევე ორაკლის მონაცემთა ბაზის ეგზემპლიარის (Oracle Instance)  მიერ  ოპერატიული მეხსიერების გამოყენების პრინციპებს.

კურსი განიხილავს ორაკლის მონაცემთა ბაზის უსაფრთხოების საკითხებს  რომელიც მოიცავს ერთის მხრივ მომხმარებლებისა და მათი უფლებების მართვას ხოლო მეორეს მხრივ  მონაცემთა ბაზის აუდიტს. კურსში ასევე  განხილულია Oracle -ის მონაცემთა ბაზის ტრანზაქციები და მათი მართვის მექანიზმები, ასევე მოყვანილია ტრანზაქციების ბლოკირებისა და და ბლოკირებებისგან თავის არიდების მექანიზმები. კურსის ფარგლებში განხილულია ამორჩევის -select და დაჯგუფების group by ფუნქციები.

 

განსაზღვრულია 28 საკონტაქტო საათი თეორიული და პრაქტიკული სამუშაოებისათვის. განიხილება პრაქტიკული და თეორიული დავალებები Oracle -ის მონაცემთა ბაზის სტრუქტურების შესაქმნელად და მათთან სამუშაოდ.
  1. შესავალი Oracle -ის რელაციური მონაცემთა ბაზის მართვის სისტემაში ( Oracle RDBMS), მისი შემადგენლობა და მახასიათებლები, მართვის საშუალება SQL* Plus, შესავალი /SQL -ში /2 სთ/
  2. Oracle -ის მონაცემთა ბაზის ფუნქციები და მათი გამოყენება (Using Single-Row Functions) მონაცემთა კონვერტაციის ფუნქციები, დაჯგუფების და აგრეგაციის  (group by) ფუნქციები. სუპერ აგრეგაციის ფუნქციები - CUBE and ROLLUP  /3 სთ/
  3. ცხრილების შეერთებისა და დაკავშირების ბრძანებები (JOINS), რამდენიმე ცხრილიდან ამორჩევის ბრძანებები inner joins, Cartesian joins და outer joins ბრძანებები. SET ოპერატორები  UNION, UNION ALL  INTERCEPT, ჩადგმული ამორჩევის ბრძანებები  /3 სთ/
  4. მონაცემთა ცვლილების ბრძანებები (DML Statements) Insert, Update, Delete და Merge  ბრძანებები. ტრანზაქციების კონტროლი: Commit, Rollback და  Savepoint ბრძანებები.  ცხრილებისა და ცხრილებზაე არსებული შეზღუდვების შექმნა. პირველადი და გარე გასაღებები. შეზღუდვების მართვა/2სთ/
  5. მონაცემთა ბაზის კურსორები, პარამეტრიზირებული კურსორები და მათი გამოყენება PL/SQL  -ის პროგრამულ კონსტრუქციებშ /2 სთ/;
  6. ორაკლის მონაცემთა ბაზის - Oracle 12c შემადგენელი კომპონენტები და არქიტექტურა, მომხმარებლების და სერვერული პროცესები /2 სთ/;
  7. Oracle-ის მონაცემთა ბაზის შექმნა,  ფიზიკური და მეხსიერების სტრუქტურების მართვა ტრანზაქციების მართვა /2 სთ/
  8. Oracle-ის მონაცემთა ბაზის ქსელური არქიტექტურა, მრავალდონიანი არქიტექტურა (n-tier architecture)  /3 სთ/
  9. Oracle-ის მონაცემთა ბაზის მომხმარებლებისა და მათი უფლებების მართვა, მონაცემთა ბაზის აუდიტის წარმართვა  /2 სთ/
  10. მონაცემების რეზერვირება და აღდგენა (Database Backup and Recovery).  /4 სთ/
  11. მონაცემთა ბაზაში გამოყენებული რესურსების მონიტორინგი და კონტროლი, მონაცემთა ბაზის ვერსიის განახლება  /3 სთ/
  12. ორაკლის გრიდ ინფრასტრუქტურა და მონაცემებისგადაცემის მექანიზმები /3 სთ/


რეგისტრაციის დასრულების თარიღი: 10 იანვარი, 2018


სწავლა დაიწყება 15 იანვარს, 2018