საგამომცემლო ტექნოლოგიების საფუძვლები

კურსის ხელმძღვანელი:ელისაბედ ასაბაშვილი

კურსის ღირებულება: 150 ლარი

კურსის ხანგრძლივობა: კვირაში 3 ჯერ 2 საათი (12 საათი)

საგამომცემლო საქმიანობის მიმართულებით დასაქმების მსურველებს გთავაზობთ მოკლევადიან სერტიფიცირებულ კურსს „საგამომცემლო ტექნოლოგიების საფუძვლები“.

 

კურსის მიზანი:

მსმენელს გააცნოს საგამომცემლო ტექნოლოგიების საფუძვლები და კურსის ფარგლებში შეასწავლოს: რასტრულ და ვექტორულ გრაფიკულ რედაქტორებში Adobe Photoshop, Adobe Illustrator და საგამომცემლო რედაქტორ Adobe InDesign-ის გარემოში მუშაობა. გამოსახულების სწრაფი დამუშავების მიზნით, მსმენელი ასევე გაეცნობა Adobe Bridge პროგრამის გამოყენებას.

ფაქტობრივად პრაქტიკაში ეს სამი პროგრამა ერთდროულად გამოიყენება. ასე რომ, გამოსაცემი მასალა აწყობილია InDesign-ში, მაგრამ ფოტოსურათები იქმნება ან მუშავდება Photoshop-ში, ილუსტრაციები Illustrator-ში და შემდგომ ისინი განთავსდება InDesign-ში.

მასალა აგებულია პრაქტიკული ამოცანების შესრულებაზე (გაზეთის, წიგნის, ჟურნალის და სარეკლამო პროდუქციის დაკაბადონება ინდივიდუალურად ან გუნდურად), რაც მსმენელს დაეხმარება შრომით საქმიანობაში საგამომცემლო სისტემების გამოყენებით კონკრეტული ამოცანების გადაწყვეტაში. კურსში თავმოყრილია მეთოდურად დამუშავებული მასალა. ამ მასალის საფუძველზე მსმენელები შეძლებენ კონკრეტული საგამომცემლო დავალებების პროფესიულ დონეზე შესრულებას.

 

პრაქტიკული მუშაობა კომპიუტერულ აუდიტორიაში.


რეგისტრაციის დასრულების თარიღი: 10 იანვარი, 2018