საქართველოს უნივერსიტეტი და ტურიზმის გეოინფორმაციული ცენტრი

კურსის ხელმძღვანელი: სერგო ცირამუა

კურსის ღირებულება: 250 ლარი

კურსის ხანგრძლივობა: 2 კვირა, 6 ორსაათიანი მეცადინეობა კვირაში სამჯერ საქართველოს უნივერსიტეტის კომპიუტერულ აუდიტორიაში და ერთდღიანი საველე პრაქტიკული მეცადინეობა.

 

ტურისტულ ბიზნესში დასაქმების მსურველებს, ტუროპერატორებს და გიდებს გთავაზობთ ტურისტული მარშრუტების მოდელირების საინფორმაციო ტექნოლოგიების შემსწავლელ მოკლევადიან სერტიფიცირებულ კურსს.

 

კურსის მიზანი:

მსმენელებს გააცნოს ტურისტული რესურსებისა და მარშრუტების ელექტრონული კატალოგები, შეასწავლოს ახალი ტურისტული მარშრუტების მოდელირება როგორც კამერალურ, ასევე საველე პირობებში, რისთვისაც კურსის ბოლო ეტაპზე მოეწყობა ერთდღიანი გასვლა წინასწარ დაგეგმილ ტურისტულ მარშრუტზე.

კურსის გავლის  შემდეგ მსმენელები შეძლებენ ელექტრონული ტურისტული გზამკვლევის ტურისტული მარშრუტებისა  და ინტერნეტ რესურსების  საფუძველზე დამოუკიდებლად შექმნან ტური და თავად გაუწიონ მომსახურება ტურისტულ ჯგუფებს.

 

ჯგუფური და ინდივიდუალური მუშაობა კომპიუტერულ აუდიტორიაში, ინტერნეტ რესურსების მოძიება და ონლაინ მოდელირება, საველე პრაქტიკა.
  1. ტურისტული ობიექტებისა და მარშრუტების ინტერნეტ რესურსები
  2. ტურის მოდელირების შემადგენელი კომპონენტები და სტანდარტები
  3. საველე და კამერალური სამუშაოების ეტაპები
  4. ელექტრონული ტურისტული გზამკვლევის TravelGIS-ის ტურისტული მარშრუტები და ობიექტები საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეების მიხედვით
  5. არსებული ტურისტული რესურსების ბაზაზე ახალი ტურების მოდელირება
  6. ტურის მოდელირება და აპრობაცია საველე პირობებში.