WEB დეველოპმენტი

კურსის ხელმძღვანელი: ლევანი წიქარიშვილი

კურსის ღირებულება: 100 ლარი

კურსის ხანგრძლივობა:  კვირაში 2ჯერ 2საათი ( ჯამში 16 საათი)

 

კურსის მიზანი:

კურსდამთავრებულმა შეძლოს HTML-ისა და CSS -ის დახმარებით შექმნას მინიმალური ელემენტებით საიტი.

ისწავლოს ელემენტებს შორის დამოკიდებულება და მათი მართვა სინტაქსის სისწორის მხრივ.

კავშირი ორ სრულიად დამოუკიდებელ HTML და CSS ფაილებს შორის, მათი დამოკიდებულება ერთმანეთთან და მათი მუშაობის პრინციპები.

კონკრეტული დიზაინის მაგალითზე მსგავსი HTML დოკუმენტის შექმნა.

 

განსაზღვრულია 16 საკონტაქტო საათი თეორიული და პრაქტიკული სამუშაოებისთვის. განიხილება პრაქტიკული და თეორიული დავალებები რეალურ მონაცემთა დასამუშავებლად და მათთან სამუშაოდ.
  1. შესაბამისი პროგრამული ედიტორის გამოყენება და მისი მახასიათებლები.
  2. HTML დოკუმენტის შექმნა, შენახვა, სახელის დარქმევა. ძირითადი ელემენტების არსებობა.
  3. meta ტეგები და მისი დანიშნულებები.
  4. პარაგრაფისა და ბლოკის ტიპის ტეგები.
  5. ტეგების წყობა მათი გახსნა დახურვის პრინციპი, ლინკებისა და სურათების შესატანად გამოყენებადი ტეგები.
  6. ტეგები და მათი ძირითადი ატრიბუტები.
  7. ტექსტის ფორმატირებისათვის გამოყენებადი სპეციალური ტიპის ელემენტები.
  8. ცხრილები და მათთან მუშაობა, colspan და rowspan.
  9. სიები და ფორმა მათი მახასიათებლები.
  10. CSS დოკუმენტის შექმნა, შენახვა, სახელის დარქმევა. ძირითადი ელემენტების არსებობა.
  11. CSS ფაილის შემოტანა HTML დოკუმენტში.
  12. CSS კოდის გამოყენება პირდაპირ HTML ფაილში ან ტეგში.
  13. ელემენტები როგორც სელექტორები, მათი მახასიათებლები და მნიშვნელობები.
  14. სელექტორები
    • Class
    • Id
  15. სელექტორებს შორის უპირატესობები და მათი გამოყენების მეთოდები.
  16. ელემენტების პოზიციონირება ეკრენის მიმართ და მათი მართვა CSS-ის საშუალებით.


რეგისტრაციის დასრულების თარიღი: 10 იანვარი, 2018